კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, ომბუდსმენის არჩევის კენჭისყრა ღია იყოს

პუბლიკა

საპროცედურო საკითხებისა და წესების კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ლევან იოსელიანის ინიციატივას, სახალხო დამცველის ღია კენჭისყრის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

იოსელიანის განმარტებით, ცვლილება საშუალებას მისცემს საზოგადოებას, თვალი მიადევნოს პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილების თანმიმდევრულობას კენჭისყრის შემდეგების მიხედვით. ამასთან, ხელს შეუწყობს, რომ როგორც სახალხო დამცველის შერჩევის, ასევე უშუალოდ არჩევის პროცედურაც ინკლუზიურად წარიმართოს. კენჭისყრის ღიაობა დაიცავს პროცესს ფარული გარიგებებისგან, რადგან თითოეული დეპუტატის გადაწყვეტილება, რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი, საჯაროდ იქნება ცნობილი.

სასესიო განხილვები დაჩქარებული წესით ამ კვირის ბოლომდე იგეგმება.