კომიტეტმა ნატო და როსტომ ჩხეიძეების პოლიტიკური ჯგუფის „თავისუფლების“ შექმნას მხარი დაუჭირა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნატო ჩხეიძისა და როსტომ ჩხეიძის პოლიტიკური ჯგუფის – „თავისუფლების“ შექმნას მხარი დაუჭირა.

„პოლიტიკური ჯგუფის შექმნის ინიციატორებმა შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინეს და ჩვენ გვაქვს ფორმალური საფუძველი, რომ მხარი დაუჭიროთ აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფის შექმნას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატები ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ. ფრაქცია კი მას შემდეგ დატოვეს, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე ორი წევრის არჩევას დაუჭირეს მხარი.