ულტრამემარჯვენე ალტ-ინფოს ორგანიზებით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს, სადაც მაღალ ფასებს, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს აპროტესტებენ.
„სოციალურ თემებზე, გადასახადების შემცირებაზე, ხელფასების მომატებაზე, იმაზე რომ ყოველ წელს, რომ „პატაკად“ გვაბარებენ, რომ საქართველოში ეკონომიკური წინსვლა არისო და ხალხზე რომ არ აისახება, მაგაზე ყველაზე რთული სამუშაო მოგიწევთ თქვენ [აქ შეკრებილებს], როგორც წინა წლის დასაწყისიდან დავიწყეთ გეგმაზომიერი მუშაობა მასიური მიგრაციის წინააღმდეგ და მაგას გავაგრძელებთ და მაგაზეც იქნება აქცია უახლოეს მომავალში, როდესაც პარლამენტში შესწორებულ საბუთებს ჩავაბარებთ…
ზუსტად ეგრევე, იქ რომ ერთი წლის მუშაობის შემდეგ გაფორმდა, რომ იქ სინამდვლეში პრობლემა იყო, იმავე პროცესის დასაწყისში ვართ ახლა. დღეიდან ერთი წლის თავზე გაგახსენდებათ დღევანდელი აქცია, დღევანდელი აქციით იწყება ჩვენი პოლიტიკური ძალის მიერ აქცენტის გადატანა სოციალურ თემებზე, აწი რაზეც ვიმუშავებთ ერთ-ერთი იქნება სოციალური პობლემატიკა, დემოგრაფიული პრობლემატიკა და ამის გარშემო დაგვჭირდება თქვენი თანადგომა“,- მიმართა აქციის მონაწილეებს პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ (ალტ-ინფო) ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა მახარაძემ.
აქციის ორგანიზატორებმა ასევე სოლიდარობა გამოუცხადეს დიუშენის მქონე ბავშვებს და მაღაროელებს. პარალელურად მთავრობის კანცელარიასთან დიუშენის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის მეტროდან მსვლელობა გამართეს.