კორონავირუსი | 9 ოქტომბრის მიმოხილვა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 ადამიანი და  313 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 10752;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 5866;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 72;
  • კარანტინის რეჟიმში – 5574;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1338;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად განაწილდა:

• აჭარა – 190;
• თბილისი – 179;
• იმერეთი -91;
• ქვემო ქართლი -28;
• შიდა ქართლი – 10;
• კახეთი – 11;
• მცხეთა- მთიანეთი – 3;
• გურია – 3;
• სამცხე-ჯავახეთში – 1.

ენდელაძის განცხადებით საქართველოში დადასტურებული 10 752 შემთხვევიდან აქტიური 4 886 შემთხვევაა. აქტიური პაციენტიდნან 63 კრიტიკულად მძიმეა.


აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთი 55 წლის, ხოლო მეორე 61 წლის ქალია.

ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 81 წლის ქალია, ის კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში მკურნალობდა.

გორში, 58 წლის ქალი, რომელსაც მარინა ენდელაძის თქმით, თანხმლები დაავადებები ჰქონდა.


კორონავირუსის დაფიქსირების გამო, თბილისის 32-ე სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო დღეიდან გადაადგილება შეიზღუდა. სოფლის შესასვლელში მოწყობილია საკონტროლო პუნქტი და სამედიცინო კარავია გაშლილი, სადაც მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება. სოფელ ერისიმედში დღეს კორონავირუსის მესამე შემთხვევა გამოვლინდა.