კორონავირუსი წყლით გადამდები ინფექციების სიაში არ შედის - ბუწაშვილი ზღვის სეზონის შესახებ

პუბლიკა

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, კორონავირუსი წყლით გადამდები ინფექციების რიცხვში არ შედის და ამიტომ წლით გადაცემის რისკი ძალიან დაბალია.

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსი წყლით გადამდები ინფექცების სიაში არ შედის. ფაქტიურად, წყლით გადაცემის რისკი თეორიულ შანსამდე დადის, თუ ვლაპარაკობთ ზღვის წყალზე, მდინარეებზე, ტბებზე, აქ იმდენად განზავდება,  გადაცემის რისკი უკიდურესად დაბალია. ასევე აუზებზეა ლაპარაკი და აუზებზე ქლორის კონცენტრაცია საკმარისია, იმისთვის რომ განადგურდეს კორონავირუსი.

რაც შეეხება სანაპიროს, ზღვის კურორტები და წყალთან დაკავშირებული ქტივობები განიხილება ზუსტად ისე როგორც სხვა თავშეყრის ადგილები, ანუ ადამიანები, სადაც ერთად იყრიან თავს და ჩნდება ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის რისკი. ამიტომ ისევ და ისევ სტანდარტული დაცვის საშუალებები, ალბათ პირბადეზე ნაკლებად შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ ფიზიკური დისტანცირება დარჩება ოქროს სტანდარტად. სხვადასხვა რეკომენდაციები ვრცელდება, ერთ-ერთია მაგალითად, გასახდელებისგან სარგებლობისგან თავის შეკავება.

თავისთავად ზღვის სანაპირო მაგალითად შეიძლება გარკვეულად ნაკლებ რისკს შეიცავდესა, ვიდრე სხვა თავშეყრის ადგილი რადგან ულტრაიისფერი სხივები სერიოზული დაცვაა, ანუ პირდაპირი ზემოქმედება ულტრაიისფერი სხივები ანადგურებს სხვადასხვა ინფექციურ დაავდებებს და იქ სხვადასხვა ზედაპირებზე უფრო ადვილად განადგურდება ვირუსი, ვიდრე დახურულ სივრცეში, “- ამბობს მაია ბუწაშვილი.

მისი თქმით, როგორც სპეციალისტები საუბრობდნენ ნაკლებად მოსალოდნელი იყო ისედაც, რომ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, ვირუსი უკან დაიხევდა.

„ტემპერატურის მატება აქ სამწუხაროდ როლს არ ასრულებს. როგროც ვიცით, მიმიმუმ ნახევარი საათის სჭირდება 56 გრადუსზე კორონას დეაქტივაციას, შესაბამისად, ასეთი ჩვეულებრივი ზაფხულის ტემპერატურა ვერ მოახდენს მასზე გავლენას, “- ამბობს მაია ბუწაშვილი.