კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 437 და გარდაიცვალა 7 კოვიდპაციენტი.

მთავრობის ადმინისტრაცია Stopcov.ge-ის გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 712 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 922 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 790 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.74 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.75 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.64 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 499 ახალი შემთხვევიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით: თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა – 33, იმერეთი – 65, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 23, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 19, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 845, საიდანაც: 1 685 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 325 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პირი. 265 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 2 895 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 212 ადამიანი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.