საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ყველა წყარო დადგენილია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია.
stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ეპიდსურათი შემდეგნაირია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 986
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 857
- მათ შორის გარდაცვლილი – 15
- კარანტინის რეჟიმში – 5001
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 31