კორონავირუსის 5-ვე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია - ამირან გამყრელიძე

პუბლიკა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ყველა წყარო დადგენილია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით,  ყველა შემთხვევა იმპორტირებულია.

stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ეპიდსურათი შემდეგნაირია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 986
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 857
  • მათ შორის გარდაცვლილი – 15
  • კარანტინის რეჟიმში – 5001
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 31