კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 981 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 851-ს შეადგენს.

განახლებული სტატისტიკა ამგვარია:

  • გარდაცვლილი – 15
  • კარანტინის რეჟიმში – 4851
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 31