თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო დაავადებულთან კონტაქტია, სამი სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერაა შემოტანილი, დანარჩენი სამის შემთხვევაში წყარო ჯერჯერობით უცნობია და ეპიდკვლევა გრძელდება.
ამ დროისთვის არსებული სტატისტიკური მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1455
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1196
- მათ შორის გარდაცვლილი – 19
- კარანტინის რეჟიმში – 5806
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41