კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 3 შემთხვევაში წყარო ჯერჯერობით დადგენილი არ არის - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო დაავადებულთან კონტაქტია, სამი სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერაა შემოტანილი, დანარჩენი სამის შემთხვევაში წყარო ჯერჯერობით უცნობია და ეპიდკვლევა გრძელდება.

ამ დროისთვის არსებული სტატისტიკური მონაცემებით:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1455
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1196
  • მათ შორის გარდაცვლილი – 19
  • კარანტინის რეჟიმში – 5806
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41