კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 615 გახდა, გამოჯანმრთელებულია 275

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 5-ით გაიზარდა და 615 გახდა, – მონაცემები stopcov.ge-ზე დილით განახლდა. 

6-ით გაზრდილია გამოჯანმრთელებულითა რიცხვიც და ის ამ ეტაპისთვის 275-ს შეადგენს;

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაა 9; კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5002, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 485 .