კორონავირუსის გამო სომხეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

მინდია გაბაძე

კორონავირუსის გამო ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სომხეთის მთავრობამ. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 16 მარტს, 17:00 საათზე შევა და 16 აპრილის 09:00 საათამდე გაგრძელდება.

სომხეთში ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დახურულია. დროებით დაიკეტა საზღვრები მეზობელ ქვეყნებთან – საქართველოსთან და ირანთან.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 30  შემთხვევაა დაფიქსირებული, ერთი პაციენტია გამოჯანმრთელებული და 300-ზე მეტი ადამიანი რჩება კარანტინში.