კორონავირუსის საფრთხის გამო რომის პაპის საკვირაო ლოცვა ლაივსტრიმით შედგება

პუბლიკა

ოფიციალურმა ვატიკანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ საკვირაო წირვისთვის რომის პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე არ გამოჩნდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. კორონავირუსის საფრთხის გამო პაპ ფრანცისკეს სურს ხალხის მასობრივ შეკრებას არ შეუწყოს ხელი.

ასევე ლაივსტრიმით გადაიცემა პაპის ყველა მონაწილეობა ღონისძიებებში 15 მარტამდე. გაციებულია თავად პაპიც, როგორც BBC წერს, მაგრამ კორონავირუსით ინფიცირება მას არ დაუდასტურდა.