კორონავირუსის თავიდან აცილებისთვის ჩინეთიდან კუებისა და თევზების იმპორტი აიკრძალა

პუბლიკა

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის  შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა.

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დეკორატიული კუებისა და დეკორატიული თევზების შემოჰყავდათ. ინფორამაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე“,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.