კორონავირუსისგან 36 პაციენტია გამოჯანმრთელებული

პუბლიკა

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანთა სიას კიდევ შეემატა 3 პაციენტი და ინფექციურ საავადმყოფოს ჯამში ჰყავს 29 გამოჯანმრთელებული, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ეს ადამიანები ცენტრს თანთადათანობით დატოვებენ.

სულ, ქვეყნის მასშტაბით, 174 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი. გარდაიცვალა 2.