კორონავირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 3 700 ახალი შემთხვევა | 14 ნოემბერი

პუბლიკა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით კიდევ 81 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 700 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.53%-ია.

ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 596 შემთხვევა, აჭარა – 135, იმერეთი – 598, ქვემო ქართლი – 240, შიდა ქართლი – 307, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 236, კახეთი – 327, მცხეთა-მთიანეთი – 57, სამცხე-ჯავახეთი – 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

14 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 784 091 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 716 382 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 975 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში 56 708 აქტიური შემთხვევაა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 708 საიდანაც: • 1 216 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 803 – თბილისში, 241 – აჭარაში.