კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი. ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.

ინფექციური სავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი დადასტურებული 2 შემთხვევის დაინფიცირების წყარო და კლასტერები ცნობილია და ორივე მათგანი დაავადებულ პირებთან კონტაქტებია.

განახლებული მონაცემები ასეთია:

– კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 919;

– აქედან გამოჯანმრთელდა – 780;

– გარდაიცვალა – 14;

– კარანტინის რეჟიმში – 2687; 

– სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260;

– უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3.