კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 6 გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 2 ახალი შემთხვევა გამოვლინა, 6 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ორივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია.

„ახალი შემთხვევები შემოტანილია. ორივე სატვირთო ავტომობილის მძღოლია. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე საერთო ინფიცირებულების 85%-ზე მეტია“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.

განახლებული მონაცემები ასეთია:

– კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 926;

– მათ შორის გამოჯანმრთელებული – 791;

– მათ შორის გარდაცვლილი – 15; 

– კარანტინის რეჟიმში – 2819; 

– სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230;

– უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3;