საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
ინფექციური სავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, ხოლო 1 საკარნტინო სივრცეში დადასტურებული.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 968;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 844;
- მათ შორის გარდაცვლილი – 15;
- კარანტინის რეჟიმში – 4425;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 222;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3;