კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 4-ით გაიზარდა

პუბლიკა

კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა დღეს დილით. მონაცემები სამთავრობო ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისტვის საერთო რაოდენობა 671-ს აღწევს.

  • მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 383
  • მათ შორის გარდაცვლილი – 12
  • კარანტინის რეჟიმში – 3873
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საღამოს 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლნისიდან, რომელიც მკაცრ საკარანტინო ზონაშია მოქცეული.