თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, 5 ახალდადასტურებული ინფიცირებულიდან ყველა შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევაა. მათგან 4 არის სატვირთო მანქანის მძღოლი. ერთი პაციენტი ინფექციურშია მოთავსებული.
თბილისის ინფექციურ კლინიკაში ამ ეტაპზე კოვიდვირუსით 20 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთი პაციენტი, ეზუგბაიას შეფასებით, საშუალოზე მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-ით გაიზარდა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, covid-19-ისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 8 ადამიანი.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 893;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 739;
- მათ შორის გარდაცვლილი – 14;
- კარანტინის რეჟიმში – 2 710;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.