კორონავირუსით სასწრაფო დახმარების ექიმი გარდაიცვალა

პუბლიკა

ბაღდათის სასწრაფო დახმარების 45 წლის ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. კოვიდინფიცირებული მედიკოსი სამკურნალოდ თბილისში იყო გადმოყვანილი.

„უპირველეს ყოვლისა, მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახის მიმართ. გუშინ ღამით კოვიდით გარდაიცვალა ბაღდათის სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც 45 წლის იყო. ექიმი მკურნალობდა სამედიცინო დაწესებულებაში. მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. ქალბატონი იყო მძიმეწონიანი. სამწუხაროდ, სუნთქვის უკმარისობითა და დისტრესით გარდაიცვალა“, – განაცხადეს გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

დღეს, 27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა – 1262.

რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია:

  • თბილისი – 712;
  • აჭარა – 545;
  • იმერეთი – 303;
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი – 63;
  • ქვემო ქართლი – 48;
  • მცხეთა-მთიანეთი – 22;
  • შიდა ქართლი – 56;
  • გურია – 24;
  • კახეთი – 23;
  • სამცხე-ჯავახეთი – 22;
  • რაჭა-ლეჩხუმი – 4;