კორონავირუსით შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცერია ინფიცირებული, ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მებაჟე-ოფიცრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დადასტურებული შემთხვევიდან გამომდინარე, მამაკაცის ინფიცირების წყარო, მისი ნათესავი იყო, რომელსაც კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა.
აღნიშნულ ინფიცირებულ პიროვნებასთან მებაჟე-ოფიცერს ბოლო კონტაქტი 9 აპრილს ჰქონდა.
ამასთან გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8 აპრილიდან საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე-ოფიცერი იმყოფებოდა შვებულებაში, შესაბამისად, მას კონტაქტი სხვა თანამშრომლებთან არ ჰქონია”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 385;
- აქედან, გამოჯანმრთელებული – 84;
- გარდაცვლილი – 3;
- კარანტინის რეჟიმში – 5053;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 527;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.