კორონავირუსს ვერ დაამარცხებს, ამის ილუზია არავის აქვს - კალაძე ქუჩების დეზინფექციაზე

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება გრძელდება. ანალოგიური ტიპის სამუშაოები, თბილისის ყველა უბანსა და რაიონში ხორციელდება. კალაძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის დამარცხების შემთხვევაშიც,  ქუჩების მორეცხვა მომავალშიც გაგრძელდება.

„მხოლოდ ეს [ქუჩების მორეცხვა], რა თქმა უნდა, კორონავირუსს ვერ დაამარცხებს, ახლა მაგის ილუზია არავის არ აქვს, თუმცა ამ სამუშაოების წარმოება, პრევენციული ღონისძიებების თვალსაზრისით, არის მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელოთ ქუჩების მორეცხვითი და მოწმენდითი სამუშაოები“, – აღნიშნავს თბილისის მერი.

კალაძე აღნიშნავს, რომ ის ახლა დიდუბის რაიონში, კონკრეტულად დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება. მიმდინარე ქუჩების სრული დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ამავე თემაზე:

ეფექტიანია თუ არა ქუჩების დეზინფექცია კორონავირუსთან ბრძოლაში.