საქართველო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხით – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.
“ჩვენმა ქვეყანამ, მთავრობამ, ხელისუფლებამ მიიღო ყველაზე სწრაფი და ეფექტური ზომები იმისთვის, რომ მომხდარიყო ამ ინფექციის გავრცელების შეკავება.
დარწმუნებული ვარ, როდესაც საბოლოო ჯამში ინფექციის გავრცელების ეს ტალღა ჩაივლის, ჩვენ ნათლად დავინახავთ, რა შედეგები გამოიღო ჩვენს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა”. – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოში კორონავირუსული ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა უცვლელია. 3 ინფიცირებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინექციური საავადმყოფოს ცნობით, გუშინ ღამით კლინიკისთვის არც ერთ პაციენტს არ მიუმართავს.