კრამონი: ბოლოს, როცა სააკაშვილს შევხვდი, ჯანმრთელი იყო. ახლა ასე გამოიყურება

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველ კადრებს ეხმაურება. ის მიხელ სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს Twitter-ზე აქვეყნებს.

„ბოლოს, როცა შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, ის ჯანმრთელი კაცი იყო. ასე გამოიყურება ის დღეს, ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს ციხეში. ყველა პატიმრის კეთილდღეობა, მათ შორის სააკაშვილის, მთავრობის პასუხისმგებლობაა“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

დღეს სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩართეს, თუმცა ამ დროისთვის ჯანმრთელობისა და ტექნიკური ხარვეზის მიზეზით, ის სხდომაში მონაწილეობას აღარ იღებს.