კრამონის თქმით, გუშინ აქციის ძალადობრივად დაშლას კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში აქციების დაშლის შესახებ ჯოზეფ ბორელის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გუშინ განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო. მათ შორის, ის საუბრობს კანდიდატის სტატუსის უკან გახმობასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე.

„ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შედეგები:

  • ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გაწვევა;
  • ქართული პროექტების დაფინანსების შეწყვეტა;
  • ბიძინა ივანიშვილის სანქცირება;
  • რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატებისთვის სამოგზაურო აკრძალვის დაწესება”, – ნათქვამია კრამონის განცხადებაში.

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის დაშლას ეხმაურება და ამბობს, რომ შეკრების უფლების ჩასახშობად ძალის გამოყენება მიუღებელია.

გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივად დაშალა – გამოიყენეს ცრელმდენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. შედეგად, არაერთი მოქალაქე დაშავდა და მათ სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ადგილზევე დასჭირდათ.

გარდა ამისა, შსს-მ დააკავა 63 ადამიანი, მათგან ერთ-ერთი საქართველოში მცხოვრები ამერიკელი იურისტია, რომელმაც აღნიშნა, რომ დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ და აქვს დაზიანებები თავზე, თვალებსა და ზურგზე.