კრემლმა ზელენსკის მოსაკლავად უკრაინაში „ვაგნერის“ 400 წევრიც გაგზავნა - Times

პუბლიკა

ბრიტანული გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ რეგულარულ ჯართან ერთად უკრაინაში საომარ მოქმედებებში „ვაგნერის“ 400-ზე მეტ მებრძოლსაც დაავალა ჩართვა.

გამოცემის მიხედვით, „ვაგნერის“ მებრძოლებს, დიდი ჯილდოს სანაცვლოდ კრემლის დავალებით უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის მოკვლა დაევალათ, რომ მოსკოვს უკრაინაზე კონტროლის მოპოვება გამარტივებოდა. Times წერს, რომ მებრძოლებელი სპეციალური მისიისთვის აფრიკიდან გამოიხმეს.

„ვაგნერი“ ოფიციალურად კერძო სამხედრო კომპანიაა, რომელსაც პუტინთან დაახლოებეული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი ფლობს. თუმცა, „ვაგნერი“ კრემლის დავალებების შემსრულებელ დაჯგუფებად მოიაზრება.