კუბილიუსი: დაპირება მივიღეთ, რომ საარჩევნო სისტემა უფრო დაბალანსდება და დაკარგული ნდობა აღდგება

პუბლიკა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის, ლიეტუვის ექსპრემიერის, ანდრიუს კუბილიუსის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე საარჩევნო სისტემის მიმართ ნდობა დაიკარგა.

კუბილიუსი იმედოვნებს, რომ დიალოგი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გაგრძელდება და საარჩევნო სისტემა უფრო დაბალანსებული და პროპორციული გახდება.

„მე გარკვეულწილად ჩართული ვიყავი ადგილობრივ დისკუსიებშიც, ქართული მხარის დისკუსიებშიც, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეძღვნებოდა. რასაკვირველია, ჩვენ გვაინტერესებს და შეშფოთებულnი ვართ ამ პოლიტიკური კრიზისის გამო, რომელიც დემოკრატიას შეაფერხებს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ დიალოგს, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა რამდენიმე კვირის წინ და რომლის ინიციატორიც გახლავთ ევროკავშირის ელჩი. მე პირადად შევხვდი ოპოზიციის ლიდერებს, ასევე მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას.

ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი დაპირება მოვისმინე მმართველი პარტიისგან, რომ დიალოგი გაგრძელდება და  ხელშესახებ შედეგებს მიაღწევენ. საარჩევნო სისტემა იქნება უფრო პროპორციული და განაპირობებს უფრო დაბალანსებული შედეგების მიღწევას არჩევნებზე.

სწორედ ამიტომ ეს ნდობა საარჩევნო სისტემის მიმართ, რომელიც დაიკარგა, როცა მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო  დანაპირების შესრულება და ეს ნდობა დაკარგა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, აუცილებელია, რომ აღდგეს“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

LB loan image desktop LB loan image mobile