კულება: ჩვენ ეს შევძელით ! კვიპროსი SWIFT-იდან რუსეთის გათიშვის გადაწყვეტილებას არ დაბლოკავს

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ დაითანხმეს კვიპროსი და ის არ დაბლოკავს SWIFT-იდან რუსეთის გათიშვაზე გადაწყვეტილებას.

ცნობილია, რომ SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას ასევე დაუჭერენ მხარს საფრანგეთი და იტალია. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაწერა „ტვიტერის“ გვერდზე.

SWIFT-იდან რუსეთის დაუყოვნებლივ გარიცხვის მოწოდებით გამოდიან ასევე ბალტიის ქვეყნები – ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. უცნობია დაუჭერს თუ არა მხარს ამ გადაწყვეტილებს უნგრეთი.