კუნძულ ზმეინზე მყოფი სამხედროები ცოცხლები არიან

პუბლიკა

უკრაინის საზღვაო ძალების ინფორმაციით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ კუნძულ „ზმეინზე“ მყოფი სამხედროები ცოცხლები არიან და რუსებმა დაატყვევეს.

საზღვაო ძალების ინფორმაციით, სამხედროებმა ორჯერ მოიგერიეს შეტევა, თუმცა რუსულმა ხომალდებმა მთლიანად გაანადგურეს კუნძულის ინფრასტრუქტურა, კავშირგაბმულობა და უკრაინიდან კუნძულზე მყოფთ ვეღარ დაუკავშირდნენ.

საზღვაო ძალების განცხადებით, მას შემდეგ რაც „ზმეინის“ დამცველებს ტყვია-წამალი ამოეწურათ, რუსმა სამხედროებმა ისინი დააკავეს.