სამხრეთ კავკასიაში ფონდი „თავისუფალი რუსეთის” ხელმძღვანელის, იგორ კუროპტევის ინფორმაციით, საქართველოში კიდევ ერთი რუსი აქტივისტი არ შემოუშვეს. მისი თქმით, იგორ მიგლანს გუშინ თბილისის აეროპორტში „ახსნა-განმარტების გარეშე” შემოსვლაზე უარი უთხრეს.
კუროპტევი წერს, რომ რუსი აქტივისტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად სხვადასხვა საემიგრაციო პროექტზე მუშაობდა, რის შედეგადაც 8 ათასზე მეტ უკრაინელს სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
„ეს უქმნის საფრთხეს საქართველოს ინტერესებს? არ ვარ დარწმუნებული”, – წერს ის.
კუროპტევი სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და უწყებას მოუწოდებს, იგორ მიგლანს ქვეყანაში შესვლის უფლება მისცეს.