კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხი იმედია, სასიკეთოდ გადაწყდება - გახარია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში შეზღუდვები გადაადგილებაზე მოიხსნება.

მისი თქმით, დარჩება შეზღუდვები თბილისსა და რუსთავში. გახარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან მომიჯნავე რაიონებში.

„რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ იძულებული ღონისძიება, რომ ჩაგვეკეტა ქალაქები. ხვალიდან ბათუმში და ქუთაისში ყველანაირი შეზღუდვები გადაადგილებაზე მოიხსნება. დარჩება შეზღუდვები თბილისსა და რუსთავში და ეს დაკავშირებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან მომიჯნავე რაიონებში. თუმცა თბილისშიც და რუსთავში უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ეს საკითხი, იმედი ვიქონიოთ, რომ დადებითად გადაწყდება”, – განაცხადა გახარიამ.