კვლავ შეხლა-შემოხლაა აჭარის მთავრობის სახლთან, პოლიციამ აქციაზე 1 პირი დააკავა

პუბლიკა

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება.

პოლიციის უფროსმა კოტე ანანიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქციაზე ერთი პირი დააკავეს.

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებმა, „იმოქედეს“ წევრბმა პერფორმასნი მოაწყვეს. მათ თორნიკე რიჟვაძის კაბინეტთან ბუშტები გაუშვეს, წარწერით „ბიძინა ივანიშვილის მონა“, „გამოდი, შეხვდი ხალხს“. პოლიციის განმარტებით, რომ ეს იყო წვრილმანი ხულიგნობა და აქციის მონაწილეებს ბუშტების ჩამოხსნა მოითხოვეს, ისინი მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

„თორნიკე რიჟვაძეს გონია, რომ ქართველის ხალხი ძალიან მარტივად შეეგუება არჩევნების გაყალბებას. ჩვენი წარწერებიც ეს იყო,  ,,გამოდი, შეხვდი ხალხს”, მაგრამ თბილ სავარძელში ზის და დაგვცინის. ჩვენი აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევთ. 24 საათიან რეჟიმში გაგრძელდება პროტესტი.

უნდა შეხვდეს ხალხს და გაგვცეს პასუხი, რატომ მოგვპარა ხმები. ,, გამოდი შეხვდი ხალხს” ეს დავაწერეთ  ჰელიუმის უწყინარ ბუშტებს” – ამბობს „აჭარის მაუწყებლის“ ცნობით ბექა მექვაბიშვილი, „იმოქმედეს” ლიდერი.

მთავრობის სახლთან ამ დრომდე ისმის შეძახილები. ადგილზე ათობით პოლიციელია მობილიზებული.