2019 წლის მაისში, ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე დაღუპული მოსწავლის, სოფი ნიკოლეიშვილის საქმეზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ კლასის დამრიგებელს თავისუფლების სამი წლით აღკვეთა მიუსაჯა და აღკვეთის ზომად პირობითი სასჯელი განსაზღვრა. სპორტის მასწავლებელი კი უდანაშაულოდ ცნო – ინფორმაციას სოფი ნიკოლეიშვილის და სალომე ბარკერი ავრცელებს.
ორივე მასწავლებელს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის მიხედვით, 2019 წლის 26 მაისს სკოლის ექსკურსიაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, სკოლა „ალბიონის“ პედაგოგების ნ.ს. -ს და ვ.ქ.-ს მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ნაპირზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
2020 წლის 10 ივლისს საქმეზე მასწავლებლებს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.