გულგრილობაში ბრალდებულ პედაგოგებს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ სოფიო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ პედაგობებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 5000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის ექსკურსიაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, სკოლა ,,ალბიონის” პედაგოგების ნ.ს. -ს და ვ.ქ.-ს  მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ნაპირზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

აღსანიშნავია, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნ.ს. და ვ.ქ. აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ  პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და ბრალდებულებს გირაო 5000 ლარის ოდენობით შეუფარდა”, – წერს პროკურატურა.