ლანდსბერგისი რუსულ კანონზე: არ შეესაბამება ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას

პუბლიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი რუსულ კანონთან დაკავშირებით ამბობს, რომ კანონი არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ ორიენტაციას.

ის იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება კანონს უკან გაიწვევს და „დაუბრუნდება კონსტრუქციულ დისკუსიებს ევროკავშირთან.”

„უცხოური გავლენის“ კანონი, რომელმაც საქართველოში დისკუსიები და პროტესტი გამოიწვია, არ შეესაბამება ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას.

თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება მიიღოს ისეთი კანონები, როგორიც მას სურს დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტში. არავინ ცდილობს ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეზღუდვას. თუმცა, სახელმწიფოს, რომელიც ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი, აქტიურად სურს მოლაპარაკებების დაწყება, აქტიურად ცდილობს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და სხვა ნაბიჯებს დგამს – მან უნდა გაითვალისწინოს როგორც წესები, ასევე ნორმები, რომლებიც მიღებულია იმ ორგანიზაციის მიერ, რომელშიც გაწევრიანება სურს.

წარსულში მთავრობასა და პარლამენტში გაბატონებულმა უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინა მსგავსი კანონის განხილვა, რომ კვლავ დაბრუნებოდა ევროკავშირთან კონსტრუქციული დისკუსიის გზას. მინდა მჯეროდეს, რომ არ არის გვიან. ძალიან იმედგაცრუებული ვიქნებით, თუ საქართველო გადაწყვეტს, ეს გზა აღარ გააგრძელოს”, – აღნიშნავს ლანდსბერგისი.