ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება უკვე 3.2897 ლარია, – 25 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
დღეს მოქმედი კურსით ერთი დოლარი 3.2641 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ევროს – მისი კურსი 3.8292 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.8226 ლარს შეადგენდა. ევროს კურსის მიხედვით ლარი ბოლო დღეებია, ანტირეკორდებს ამყარებს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.