ლარი გაუფასურებას განაგრძობს

პუბლიკა

ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება უკვე  3.2897 ლარია, – 25 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

დღეს მოქმედი კურსით ერთი დოლარი 3.2641 ლარი ღირდა.

რაც შეეხება ევროს – მისი კურსი 3.8292 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.8226 ლარს შეადგენდა. ევროს კურსის მიხედვით ლარი ბოლო დღეებია, ანტირეკორდებს ამყარებს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

LB loan image desktop LB loan image mobile