მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება.
სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომისიამ საუკეთესო ისტორიის მქონე 10 კანდიდატი 21 აგვისტოს შეარჩია.
განათლების სამინისტროს განცხადებით, შერჩეულ პედაგოგებს საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და 10 000 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო გადაეცემა.
სამინისტრომ კომისიის მუშაობის ფოტოები „ფეისბუქზე” გამოაქვეყნა. ფოტოებში ჩანს, ვინ არიან კომისიის წევრები. როგორც გაირკვა, 10 მასწავლებლის შერჩევის პროცესში მონაწილეობა, სხვებთან ერთად, მიიღეს:
- ძიუდოისტმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა;
- ტვ იმედის წამყვანმა და თეატრმცოდნემ ნიკოლოზ წულუკიძემ;
- ტვ იმედის წამყვანმა ნოე სულაბერიძემ;
- ფოლოლოგმა გია მურღულიამ;
- ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ;
- პედაგოგმა შალვა ამონაშვილმა;
- მსახობებმა – ნანა შონიამ და თემიკო ჭიჭინაძემ;
- მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა ქეთევან დუმბაძემ.