ლატვიაში რუსული პროპაგანდისტული მედიაგამოცემის რედაქტორი დააკავეს

პუბლიკა

ლატვიის სპეცსამსახურებმა ლატვიის მოქალაქე ევროკავშირის დაწესებული სანქციების დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ლატვიის ხელისუფლება მას „რუსული პროპაგანდისტული საშუალებებისთვის ეკონომიკური რესურსების გადაცემას“ ედავება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული მარატ კასემია, კრემლის პროპაგანდისტული გამოცემის „სპუტნიკის“ რედაქტორი.

ლატვიის მედიაში წერენ, რომ დაკავებული მუშაობდა „რაშა თუდეის“ ერთ-ერთი პლატფორმისთვის, რომელიც ავრცელებს კრემლის პროპაგანდას და მუდმივად ცდილობს ლატვიისა და მისი მოკავშირეების დისკრედიტაციას. მას რიგის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„სპუტნიკი“ და „რაშა თუდეი“ ევროკავშირში რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ აკრძალეს. ამ გამოცემების ყველა პლატფორმაზე წვდომა ევროკავშირში დღეს შეზღუდულია.

თავად „სპუტნიკის“ ცნობით, კასემი ეჭვმიტანილია ჯაშუშობაშიც. თუმცა, ლატვიის ხელისუფლება ამ ინფორმაციას არ ავრცელებს.

„რაშა თუდეის“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისილიოვმა კასემის დაკავება პოლიტიკურ დევნად და სრულიად უკანონო, უსაფუძვლო აბსურდად შეაფასა.