ლატვიელები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ ვიდეორგოლს ავრცელებენ

პუბლიკა

ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ლატვიაში ვიდეორგოლს ავრცელებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია Baltic to Black sea Alliance-ის ვიდეორგოლში მოქალაქეები ბალტიის ქვეყნებიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ცნობილი ქართველი ექიმი და ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს რუსმა სამხედროებმა დააკავეს და მას შემდეგ ცხინვალშია დაპატიმრებული. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას სამხრეთ ოსეთის, ე.წ. საზღვრის განზრახ უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს.