ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება საქართველოზე

პუბლიკა

ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები საქართველოში არსებულ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტონ მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება.

„რადგან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციური ვალდებულებაა, ჩვენ, ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის პრეზიდენტები, ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მმართველი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეჩერდება. ეს გადაწყვეტილება სერიოზულ დარტყმას აყენებს ქართველი ხალხის იმედებს“.

ისინი განცხადებაში იზიარებენ ევროპარლამენტი მოწოდებას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და მოუწოდებენ საერთაშორისო დამოუკიდებელ გამოძიებას გამოვლენილი დარღვევების შესახებ, რაც მათ შორის ეხება ამომრჩეველთა დაშინებასა და ზეწოლას.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოყენებულ ძალას, ასევე, იმ ადამიანების დაკავებას, რომლებიც თავიანთ უფლებებს გამოხატავდნენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მათი ძალადობრივი ქმედებები და პატივი სცენ გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტურ თავისუფლებას, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ძალადობის ყველა შემთხვევა სათანადოდ უნდა გამოიძიონ და პასუხისგებაში მისცენ პასუხისმგებელი პირები.

ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროინტეგრაციის მისწრაფებებისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ მათი ურყევ ერთგულებისადმი“, – აღნიშნულია განცხადებაში.