ლავროვი აშშ-ში გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრებს დაესწრება

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამერიკაშია. ის ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრებს უნდა დაესწროს, სადაც უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლავროვი ამერიკაში ვიზიტისას ორმხრივ შეხვედრებშიც მიიღებს მონაწილეობას, დაუკონრეტებელია შეხვედრების მონაწილეები და შინაარსი.

ვიზიტი ნიუ-იორკში 24 იანვრამდე გაგრძელდება. TASS-ის(რუსეთის ახალი ამბების სააგენტო) ცნობით, ლავროვის თვითმფრინავი მოსკოვიდან ამერიკაში „არამეგობრული სახელმწიფოების გვერდის ავლით” ჩაფრინდა.