ლაზარე გრიგორიადისის მამამ პარლამენტთან კარავი გაშალა

პუბლიკა

მარტის აქციების საქმეზე დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მამამ ბექა გრიგორიადისმა პარლამენტთან კარვის გაშლა შეძლო.

ბექა გრიგორიადისმა კარვის გაშლა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ციცხალი ჯაჭვის დახმარებით შეძლო. ის პარლამენტის უკან მდება სკვერში კარვის გაშლას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ პოლიცია მას ამის საშუალებას არ აძლევდა. სწორედ კარვის გაშლის მცდელობის გამო დააკავეს ბექა გრიგორიადისი ორი დღის წინ. ის სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.

ბექა გრიგირიადისი ამბობს, რომ მას გამოცხადებული აქვს უწყვეტი პროტესტი. ის შვილის გათავისუფლებას მოითხოვს.