ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა

პუბლიკა

დღეს, 14:00 საათზე საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესი გაიმართება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმე გამოიკითხება.

როგორც „პუბლიკას” გრიგორიადისის ადვოკატი ეუბნება, საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა და შემდეგ პროცესზე კვლავ დაცვის მხარის მოწმის გამოკითხვით დასრულდება. ადვოკატის თქმით, შემდეგ პროცესზე გრიგორიადისი თავის სიტყვას გამოიყენებს.

გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ამბობს, რომ გამამართლებელი განაჩენის დადგომის მოლოდინი არ აქვს და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ლაზარეს ოჯახი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს.

დღეს ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერი აქციაცაა დაანონსებული.

ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.