„ლეიბორისტულმა პარტიამ“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს სიის ათეული წარადგინა.
„წარმოგიდგენთ „ლეიბორისტული პარტიის“ დამრტყმელ ათეულს თბილისის რაიონებში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების შეთავსებით“, — განაცხადა ნათელაშვილმა.
პარტიის კანდიდატები არიან:
- ტარიელ კალანდარიშვილი – გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი;
- მარიამ გოჩელაშვილი – თბილისის ვიცე-მერობისა და სამგორის მაჟორიტარობის კანიდატი;
- მამუკა ჯუღელი – ვიცემერობისა და კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი;
- დავით გილაძე – ნაძალადევი;
- თეკლა ალანია – სამგორი;
- გიორგი დვალაშვილი – მთაწმინდა;
- ია სირანაშვილი – საბურთალო;
- მარიამ გურგენიძე – ჩუღურეთი;
- ქეთევან გაზდელიანი – ვაკე;
- ვლადიმერ მარყიაშვილი – დიდუბე.
„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილია, თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პირველი ნომერი კი ლაშა ჩხარტიშვილია.