„ლელო“ აგრძელებს პარლამენტშიც ბრძოლას და მის გარეთაც, ეს არის ჩვენი პოზიცია - ჯაფარიძე

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ პარტია წინააღმდეგობას და ბრძოლას  გააგრძელებს, როგორც პარლამენტში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ბადრი ჯაფარიძემ ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ფრაქცია „ლელო“ საქმიანობას პარლამენტის შიგნით გააგრძელებს.

„ლელო აგრძელებს პარლამენტშიც წინააღმდეგობას და მის გარეთაც. ეს არის ჩვენი პოზიცია, როგორც პარტიის. ჩვენ ვაგრძელებთ პარლამენტს შიგნით მუშაობას, მათ შორის ფრაქცია და მამუკა ხაზარაძე აგრძელებს პარლამენტის გარეთ უმნიშვნელოვანეს სამუშაოს, რასაც ჰქვია კოალიციის გაძლირება”, – ამბობს ჯაფარიძე. 

ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია მიიღებს ყველა იმ ორგანოში მუშაობას, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სადაც არის არჩეული.


გუშინ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა რომ საპარლამენტო მანდატს ტოვებს.

მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ენმ-ის წევრმა ნონა მამულაშვილმა და ანი წითლიძემ. ასევე „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.