პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ პარლამენტში პოლიტიკურ ბოიკოტს შეწყვეტენ. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ რისკების შესამცირებლად მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალში გადაყვანა აუცილებელია.
„მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდგომ რამდენადაც მოიხსნება ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტის მიზეზი, ანუ არსებობდა მისი სიცოცხლის საფრთხის მაღალი რისკები, ეს რისკები შემცირდება მნიშვნელოვნად, შესაბამისად, შევწყვეტთ პოლიტიკურ ბოიკოტს“ – ამბობს ჯაფარიძემ.
დღეს იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი გამართა და მიხეილ სააკაშვილს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.
ამი შემდეგ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ წყვეტს შიმშილობას.